პროექტის მთავარი იდეა: პრევენციული ღონისძიებებითა და ცხოვრების ჯანსაღი წესების დაცვით იმ პრობლემების თავიდან აცილება ან მინიმუმამდე დაყვანა, რომლებიც საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის
პროექტის აქტუალობა : მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოებაში.
პრობლემის მიზნები : პრობლემის არსში წვდომა , გათავისება , მონაწილეობა.
მონაწილეთა ასაკი : 12 წელი
ვადები : 1- თვე ;
მოსალოდნელი შედეგები : კომპიუტერულ ბლოგში შევქმნით ელექტრონულ ვერსიას: სტატიები, სურათები, თემა , შეიქმნება რეკლამა.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები : კომპიუტერი, სურათები, სახელმძღვანელოები, ადამიანური რესურსები, მედია რესურსები;
პროექტის მსვლელობა:
პრობლემის გამოკვეთის შემდეგ მოსწავლეებს ვთავაზობ სასწავლო პროექტის წარმოებას, ვყოფ მოსწავლეებს ჯგუფებად განვსაზღვრავ პროექტის მიზნებს, ამოცანებს, საფეხურებს, პასუხისმგებლობას და თითოეულ ჯგუფს ვაძლევ დავალებებს შესაძლებლობების გათვალისწინებით,
1-ჯგუფს დაევალება ინფორმაციის მოძიება ჯანსაღი და არასწორი კვების შესახებ, მოსწავლეები გამოიყენებენ სახელმძღვანელოს, კომპიუტერს, სავაჭრო დაწესებულებებს, მათ კვირეების მიხედვით თანმიმდევრულად უნდა აღწერონ : 1) სწორი კვება, დიეტა, და საკვების გამოყენების წესი, 2) საკვების შენახვის წესი და სავაჭრო დახლებზე არსებული პროდუქციის ვარგისიანობის დადგენა, 3) ჯანმრთელობის დარღვევისას რატომ და როდის მიმართავენ ექიმებს, 4) რატომ არის დასვენება აუცილებელი და სად უნდა დაისვენოს ჯანმრთელობის სხვადა სხვა ფორმით დაზიანების შემთხვევაში პაციენტმა?
II-ჯგუფი ჩემი მითითებისამებრ იწყებს ინფორმაციის შეგროვებას მოწევის, ნარკომანიისა და ალკოჰოლის უარყოფით შედეგებზე, შემდეგი რესურსების გამოყენებით, 1 კვირის მანძილზე დაამუშავებენ თემას სიმსივნური დაავადებების გახშირება.( სტატიებიდან, IX კლასის ბიოლოგიის სახელმძღანელოდან.) მე-2 კვირის მანძილზე აკეთებს ინტერვიუებს, მავნე ჩვევებისადმი ადამიანის აქტიური დამოკიდებულების შესახებ. მე-3 კვირაში ვიზიტი ექიმ ონკოლოგთან მისგან ინტერვიუს აღება. მე-4 კვირა შეჯამება პირველ ჯგუფთან თანამშრომლობით.
III -ჯგუფი მუშაობს უსაფრთხოებაზე. ევალება მოძრაობის წესების დაცვა, შემდეგი დავალებებით : 1 კვირის მანძილზე დახმარებას უწევს და გადაჰყავთ უმცროს კლასელები ქუჩის ერთი მხარიდან მეორე მხარეზე აღწერენ თითოეული აქტივობას, შეიმუშაობენ პირველადი სასწრაფო დახმარების გეგმას, მე-2 აქტივობა მოიძიებენ ინფორმაციას მიწისძვრებისა და ცუნამების შესახებ ( იაპონია-2011წ). მე-3 კვირა აღწერა და დახასიათება უბნის ყველაზე უფრო სოციალურად დაუცველი ოჯახის შესახებ. შეჭირვებულის საცხოვრებელი გარემო და ფიზიკური შესაძლებლობები. მე-4 კვირა. აკვირდებიან, გამოავლენენ, აღნიშნავენ და აგვარებენ გარემოს დანაგვიანების პრობლემებს.
IV-ჯგუფს ევალება 1 კვირის მანძილზე I-III ჯგუფებისათვის საჭირო ფოტო და ბეჭდური მასალების მოძიება და მიწოდება, ასევე მთლიანი დავალების მსვლელობისას მეოთხე ჯგუფი აკვირდება და აღწერს ჯგუფის მუშაობას მე-4 კვირის ბოლოს ჯგუფები განიხილავენ შესრულებულ დავალებებს, გააკეთებენ დასკვნებს,შეიქმნება პროექტის მსვლელობისა და დასკვნების ელექტრონული ანგარიში და პრეზენტაციის სახით წარედგინება სკოლის საზოგადოებას.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი :
ა) მედიცინასთან , სავაჭრო ცენტრებთან , ტრანსპორტთან , წიგნთან , კომპიუტერთან , გარემოსთან
პროექტის ხელმძღვანელი : ფ . კირკიტაძე